ჩვენ შესახებ

ხარისხი, სიახლე და პროფესიონალიზმი. ეს არის სამი საყრდენი, რომელზეც ჩვენი ისტორია და თქვენი ნდობა შენდება.

სნექ ლაბი სამზარეულო

ჯანსაღი გემო თქვენი ღონისძიებებისთვის – გაიცანით „Snack Labi“

კომპანია „Snack Labi“ გთავაზობთ სრულ ქეითერინგულ მომსახურებას ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებისთვის. იქნება ეს კორპორატიული საღამო, პერსონალური დღესასწაული თუ საქმიანი შეხვედრა, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს სტუმრებს გამორჩეული და დასამახსოვრებელი კერძებით.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

  • სადღესასწაულო ფურშეტი – დახვეწილი და მრავალფეროვანი არჩევანი.
  • კორპორატიული ვახშამი – გუნდური სულისკვეთების გასაძლიერებლად.
  • Coffee Break & Brunch – ენერგიული შესვენება საქმიანი შეხვედრებისთვის.
  • ინდივიდუალური ლანჩები – ყოველდღიური კვება ოფისებისთვის.

ჩვენი პრინციპი მარტივია: ჩვენ არ ვიყენებთ შაბლონურ მენიუებს. ყოველი შეკვეთა იქმნება ნულიდან, თქვენი გემოვნების, ბიუჯეტისა და ჩვენი პროფესიული გამოცდილების სინთეზით. ჩვენი მიზანია, საკვები ზუსტად პასუხობდეს თქვენი ღონისძიების ხასიათს.

სპეციალური პირობები ბიზნესისთვის

გსურთ თქვენი თანამშრომლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი სამუშაო გარემოს შექმნა? ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ ლანჩ-მენიუებს კომპანიებისთვის.

დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა და მიიღეთ სრულიად პერსონალიზებული შეთავაზება, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენი გუნდის საჭიროებებს.

ჩვენი ღირებულებები

გარანტირებული სიახლე

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ და ახალ ინგრედიენტებს. ყოველი კერძი მზადდება უშუალოდ ღონისძიების დღეს, რათა სრულად შევინარჩუნოთ მისი გემო, არომატი და სასარგებლო თვისებები

უმაღლესი ხარისხი

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი გამოცდილი შეფ-მზარეულები თითოეულ კერძს განსაკუთრებული მონდომებითა და პროფესიონალიზმით ამზადებენ, რაც თქვენს კმაყოფილებას განაპირობებს.

სისწრაფე და პუნქტუალურობა

ჩვენ ვიცით დროის ფასი. მიწოდება ხდება ზუსტად დათქმულ დროს

500+

ღონისძიება

2000+

კმაყოფილი კლიენტი

100%

ხარისხი